2021-02-27 13:51:57, 609 ნახვა
საზოგადოება
ხვალ საქართველოში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-3 გრადუსით დაიკლებს, ღამის საათებში ყინვა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ანალოგიური ამინდი მოსალოდნელია 1 მარტსაც.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27-28 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 1 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა 27 თებერვალს ღამის სათებში -2, -5 გრადუსი შენარჩუნდება, ხოლო დღისით 27-28 თებერვალს +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. 28 თებერვალს და 1 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,