2021-02-27 09:47:49, 519 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
მეტრო და ავტობუსები კომენდატის საათის გამო, 21:00 საათამდე იმუშავებენ.
ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრებს დაწესებული რეგულაციების დაცვა კვლავ მოუწევთ. სავალდებულოა ისევ მგზავრობისას პირბადის ტარება. ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა ისევ აკრძალულია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან