2021-02-26 21:42:12, 530 ნახვა
საზოგადოება
სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები პარლამენტთან მივიდნენ და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს.
პოლიციის მოთხოვნა იყო ასევე კარვების აღებაც, თუმცა აქტივისტებმა უარი განაცხადეს, რის შემდეგაც დაიწყო მცირედი სიტყვიერი დაპირისპირება.
შეგახსენებთ, რომ დღეს აქციის შემდეგ აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი პარლამენტთან დარჩა, სადაც ყველა პოლიტიური პარტიის კარავია გაშლილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,