2021-02-26 19:39:52, 1499 ნახვა
ომი უკრაინაში
კომპანია Moderna-მ კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის პირველი დოზა აწარმოა
ფარმაცევტულ კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინის დოზების პირველი პარტია აწარმოეს.
როგორც კომპანიაში აცხადენ, კორონავირუსის ახალი შტამი თავდაპირველად შემუშავებულ ვაქცინასთან მიმართებაში, მეტად მდგრადი აღმოჩნდა.
მათივე ინფორმაციით, მოდიფიცირებული ვაქცინის კლინიკური ცდები რამდენიმე კვირაში დაიწყება.
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის სხვა კომპანიები, Pfzier-ისა და Johnson&Johnson-ის ჩათვლით, აცხადებენ, რომ ასევე მუშაობენ საკუთარი ვაქცინების მოდიფიცირებაზე და მათ გაძლიერებაზე, რათა ვაქცინა უკეთესად შეესაბამოს ვირუსის ახალი ვარიანტს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან