|
2021-02-26 14:50:31, 526 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა გააჟღერა და სახელმწიფო უწყებების პიკეტირება დააანონსა
ოპოზიცია 2, 5, 9, 11 და 13 მარტს სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას აანონსებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა. დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სხვადასხვა უწყების პიკეტირების თარიღი და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გააჟღერა. „ჩვენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად 2 მარტს ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, ვერც ერთი გავრილოვის მსახური ვერ დაჯდეს. 5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას იმისთვის რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ მსახურს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც უშინაარსო ადამიანია. 9 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას შსს-სთან, იმიტომ რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის ნება სურვილის შემსრულებელი და იჭერს აქტივისტებს. 11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის-ჩინჩალაძის და ყველა მნიშვნელოვანი უსამართლობისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ. 13 მარტს ამ აქციების ბოლოში ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად ბევრნი და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)