|
2021-02-26 13:19:32, 502 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს საჩივრით მიმართა
შპს „საქართველოს ფოსტამ“ სსიპ „საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს“ მიმართა საჩივრით საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ და არა საერთაშორისო კომპანიების „TNT“-სა და „FEDEX“-ის წინააღმდეგ, როგორც ეს გაჟღერდა შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ წარმომადგენლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გასულ სიუჟეტში. საქართველოს ფოსტის ინფორმაციით შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს“ არ აქვს უფლება გამოიყენოს „FEDEX“-ისა და „TNT“-ს სასაქონლო ნიშნები მომხმარებლისთვის შიდა/ადგილობრივი გზავნილების მომსახურების შეთავაზებისა და განხორციელების დროს. აღნიშნული უფლება მას აქვს მხოლოდ „FEDEX“-ის საერთაშორისო სერვისების მიწოდებისას, რაც გულისხმობს საზღვარგარეთიდან საქართველოში და საქართველოდან საზღვარგარეთ დამისამართებული გზავნილების მომსახურებას. მნიშვნელოვანია, რომ სსიპ „საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ“ გაიზიარა შპს „საქართველოს ფოსტის“ პოზიცია და დაადგინა, რომ შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს“ არ აქვს „TNT“-სა და „FEDEX“-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება ადგილობრივი მომსახურების განხორციელების პროცესში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე კომპანიას დაევალა მის შესახებ ინტერნეტსივრცეში განთავსებული შეუსაბამო ინფორმაციის ჩასწორება. კერძოდ, შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“ არაერთ ვებ-გვერდზე არასწორად არის მოხსენიებული, როგორც „TNT“/“FEDEX“ ან „TNT GEORGIA“ ან „TNT/FEDEX’-ის წარმომადგენლობა და გამოსახულია „TNT“-ს სასაქონლო ნიშნით (მაგ. www.yell.ge, www.bia.ge, www.dressup.ge, იუსტიციის სახლის ვებ-გვერდი). სსიპ „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ გადაწყვეტილებით, შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებმა“ უნდა უზრუნველყოს სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდებზე მის შესახებ განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგი და სწორი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რათა არ მოხდეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ფაქტია, რომ მოპასუხე კომპანია ადგილობრივი/შიდა მომსახურების შეთავაზებისა და განხორციელების პროცესში საერთაშორისო ბრენდის ნიშნების უნებართვო გამოყენებით მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის, უბიძგებს გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ და ლახავს საქართველოს საფოსტო-საკურიერო ბაზარზე ოპერირებადი სხვა ეკონომიკური აგენტების ინტერესებს, რაც წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ „საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ“ დაადგინა, რომ მოპასუხე კომპანიას არ აქვს უფლება გამოიყენოს საერთაშორისო სასაქონლო ნიშნები ადგილობრივი სერვისების მიწოდებისას და მისცა მას შესასრულებლად სავალდებულო მითითება, მაგრამ არ დაადგინა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი, შპს „საქართველოს ფოსტა“ დავას სასამართლოში აგრძელებს.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)