|
2021-02-26 12:18:39, 500 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - დღევანდელ აქციას ყურადღებას არ ვაქცევ, ეს პოლიტიკური პარტიების პროტესტია
ამ აქციას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი რატი იონათამიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ დღევანდელ აქციას. მისი თქმით, ეს არა მოსახლეობის, არამედ პოლიტიკური პარტიების პროტესტია. „ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ის სამუშაო დღის წესრიგი, რომელიც დღეს მაქვს. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ აქციას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ და არც არანაირად არ არის ჩემთვის საინტერესო. ერთადერთი, რაც არის მნიშვნელოვანი, არის ის სტანდარტი, რასაც ჰქვია აზრის გამოხატვა იყოს დაცული და რასაკვირველია, ჩატარდეს მშვიდობიანად. ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს არის პოლიტიკური პარტიების პროტესტი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)