02:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 09:50:19, 530 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთი წელი გავიდა.

ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

დღეისათვის საქართველოში ჯამში კორონავირუსის 269 800 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 263 727-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3475-ს შეადგენს.

ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში „ლოქდაუნი“ და „კომენდატის საათი“ ორჯერ გამოცხადდა.

ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა შეიქმნა.

გამოცემა Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 218.8 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა. მათივე ინფორმაციით, ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.1 მილიონ ადამიანს უტარდება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში ამ დრომდე არ შემოსულა. ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics