|
2021-02-25 18:45:22, 560 ნახვა
პოლიტიკა
პროკურატურის შეთავაზების მიუხედავად, ნიკა მელია გირაოს გადახდას კვლავ არ აპირებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც აღნიშნეს, რომ უწყება მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პროკურატურის შეშინებული გადაწყვეტილება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - მიაღწიონ სასურველ მიზანს. მანვე დასძინა, რომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება უცვლელია და ის არ აპირებს გირაოს თანხის გადახდას. „რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს შეშიებული განცხადება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ როგორმე მიაღწიონ სასურველ მიზანს, რომ ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და მხოლოდ ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით მიიღოს თავისუფლება, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, პირველ რიგში ხელისუფლებას და რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება გავრილოვს - ნიკა მელიამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, ის იბრძვის თავისუფლებისთვის და სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროკურატურის გამო, სადაც ახლა არის, იქ იმაზე უფრო თავისუფალია, ვიდრე რომელიმე გავრილოვის მსახური. ამიტომ, ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იდეისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა რჩება იგივე და პროკურატურის ეს განცხადება არის უსუსური, შეშინებული თავის მართლების მცდელობა. ნიკა არის ძალიან მხნედ, კარგად, დიდი შემართებით და იგი არასდროს არ გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლობის თამაშის მონაწილე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)