|
2021-02-25 17:46:02, 482 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ვახო სანაიაზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ექს-პრეზიდენტი წერს, მომხდარი ფაქტი პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ბიძინა ივანიშვილი. მიხეილ სააკაშვილი ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს. „ვახო სანაზიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი და რაც გამოიხატება მოუთმენლობაში და მცირე უმცირესობის მიერ საზოგადოების უმეტესობის ნაწილის დატერორების მცდელობაში და ამ პატარა აგრესიული ჯგუფების დაგეშვაში ყველაზე ვინც არ ეთანხმება ივანიშვილის პოლიტიკას ქვეყნის გენოციდის და ქართველებისგან დაცლის. მე საერთოდ არ მიმაჩნია ეს შემთხვევით ფაქტად იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები არის წახალისებული სამთავრობო რიტორიკის და ივანიშვილის პირადი ინსტიქტების მიერ. ივანიშვილს უნდა საქართველოში ქაოსი და არეულობის შექმნა - ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ! ჩემი სოლიდარობა ვახო სანაიას და წარმატებები მის გაბედულ ჟურნალისტურ საქმიანობაში“, - წერს ექს-პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)