01:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 17:13:31, 764 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართეს

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა და „რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ცეცხლაძემ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თხოვნით, წერილი გაუგზავნა.

აღნიშნულ ინფორმაციას „რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

„დღეს, რუსეთის ფედერაციის კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხსნის საზღვრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორისაა საქართველო, რომელიც 2021 წლის 1-ელი მარტიდან მზად არის რუსეთის მოქალაქეების მისაღებად, იმ შემთხვევაში, თუ მათი PCR ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი იქნება.

გთხოვთ, რომ გადახედოთ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების განახლების შესაძლებლობას“, - აღნიშნულია დავით ცეცხლაძის წერილში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics