01:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 15:36:09, 594 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, გამოვიდეს და თქვას, ან მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას.

მისი თქმით, თბილისის მერი უნდა გამოვიდეს და თქვას რაც გულში აქვს, რადგან ახლა პირდაპირობის დროა.

„ნამდვილად ვერ დავკავდები კალაძის ფსიქოანალიზით. თუ მას აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას. მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და როდესაც რიგით პოლიციელებს ვთხოვთ პასუხისმგებლობას, თბილისის არჩეულ მერს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ამიტომ, ასეთი ამბივალენტური საუბრები, რომლებიც იმასაც ტოვებს და ამასაც, იქითაც ვარ და აქეთაც, ქიციც ვარ და ქიცმაცურიც, ესეც მინდა და ისიც მინდა, ასეთი საუბრების დრო აღარ არის. ახლა პირდაპირობის დროა, თქვას, რაც უდევს გულში ან მოეშვას ამ მიკიბმოკიბვას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია და კომპრომისი აუცილებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics