|
2021-02-25 14:16:56, 454 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძის განცხადებით, 26 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე ოპოზიცია სამომავლო გეგმებს გააჟღერებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით 26 თებერვალს დაგეგმილ აქცია-მსვლელობაზე ოპოზიცია სამომავლო გეგმებს გააჟღერებს. როგორც დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხვალინდელი აქცია-მსვლელობა იდეურად თავისულებისკენაა მიმართული. „ეს არის მსვლელობა თავისუფლებისთვის, იდეურადაც მსვლელობა და აქცია თავისუფლებისთვის, იმ ძალიან მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს იმყოფება ქვეყანა და იმ ძალიან დიდი საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც ემუქრება ჩვენს ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ მომავალს. ეს იყო მთავარი საკითხები ოპოზიციის შეხვედრის და ასევე, მთავარი საკითხები იყო სამომავლო გეგმები, რომლებსაც ჩვენ ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 26 თებერვალს ოპოზიციამ დააანონსა აქცია, რომელიც ფილარმონიასთან დაიწყება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ, პარლამენტთან გადმოინაცვლებენ, შემდეგ კი, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივლენ. ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასვე ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)