|
2021-02-25 13:48:29, 471 ნახვა
პოლიტიკა
ძალადობის წახალისება „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად იქცა - ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმა ეხმაურება
ოპოზიციური პარტიის ლიდერები ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ივანიშვილი რეჟიმმა ქვეყანაში უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემო შექმნა. მათივე თქმით, ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებით საშიშია როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება. „ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით. ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ ვახო სანაიას. მოვითხოვთ ამ საქმის სწრაფად გამოძიებას და მოძალადეების დასჯას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)