2021-02-25 12:35:30, 392 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით საფოსტო მარკის ესკიზი დამტკიცდა
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმ გმირებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში გმირულად იბრძოდნენ და თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას, დაამტკიცა საქართველოს საფოსტო მარკის ესკიზი. შედეგად, უახლოეს მომავალში მიმოქცევაში გავა საფოსტო მარკა პირველი ქალი - საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით.
საქართველოს ეროვნული გმირი, წითელი ჯვრის მოწყალების და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა 1921 წლის თებერვალში.
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),