14:42 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 11:47:18, 541 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი მძიმე დღე, თუმცა ამავე დროს დიდი გმირობის თავდადების დღეა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე, თუმცა ამავე დროს არის ძალიან დიდი გმირობის და თავდადების დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენს ერთიან მიზანს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრული თავისუფლება, დეოკუპაცია და ამ ყველაფერში ჩვენ ერთიანი ვართ და ერთიანია საზოგადოება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დაეშვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics