|
2021-02-25 09:18:37, 509 ნახვა
პოლიტიკა
IRI-ის პრეზიდენტი: ქართველმა ხალხმა მთავრობა არა გაუთავებელი კინკლაობისთვის, არამედ ქვეყნის სამართავად აირჩია
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი საქართელოში განვითარებულ მოვლენებს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა. ტვაინინგი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში არავინ ელოდებოდა იმას, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობის უსაფრთხოების ძალები ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდს მოაწყობდა. „საქართველოს ამერიკაში ბევრი მეგობარი ჰყავს და ჩვენ ყველა, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ საქართველოს, ქართველ ხალხს, მის დემოკრატიას და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზას. ვაშინგტონში ბევრი ადამიანი გამოხატავს შეშფოთებას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არცერთი ჩვენგანი არ ელოდებოდა იმას, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობის უსაფრთხოების ძალები ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდს მოაწყობდა. ამასთან, თითოეული ჩვენგანი მოელის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფები კონსტრუქციულად იმუშავებენ. ქართველმა ხალხმა ცოტა ხნის წინ ჩაატარა კიდევ ერთი არჩევნები. პოლიტიკოსები აირჩიეს იმისთვის, რომ მათ ქვეყანა მართონ და ქვეყანა წინ წაიყვანონ რეფორმებისა და ზრდის გზით. მათ არ აირჩიეს პოლიტიკოსები იმისთვის, რომ ერთმანეთში ასე გაუთავებლად იკინკლაონ. უცნობია ის, თუ რამდენად ემსახურება ეს ყველაფერი ქართველ ხალხს და საქართველოს დემოკრატიის პროგრესს, რის ნახვაც ჩვენ ყველას გვსურს“, - განაცხადა ტვაინიგმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)