2015-10-07 17:07:38, 582 ნახვა
საზოგადოება
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3999 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.3916 ლარადაა შესაძლებელი.
კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ევრო ხვალ 2.6999 ლარი ეღირება, დღეს კი მისი ღირებულება 2.6791 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0208 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან