|
2021-02-24 14:52:09, 352 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ სერვისი - „სახლიდან სახლში“
„საქართველოს ფოსტამ“ ეპიდემიოლოგიურ პირობებში საფოსტო/საკურიერო მომსახურების უწყვეტად მიწოდების მიზნით და ასევე, მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად სერვისი „სახლიდან სახლში“ შექმნა. „სახლიდან სახლში“ სერვისის დახმარებით მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი ტიპის გზავნილის სახლიდან გაუსვლელად გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით. მომსახურების მიღება შესაძლებელია სატელეფონო კომუნიკაციით ნომერზე (+995 32 224 09 09) ან შევსებული განაცხადის ფორმა (ფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე gpost.ge) განმცხადებელმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლთან/ფოტოსთან ერთად გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე services@gpost.ge. „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი მიიღებს შეკვეთას, რომლის საფუძველზეც კურიერი განახორციელებს აღნიშნული შეკვეთის შესრულებას, კერძოდ, მიაკითხავს გზავნილს მისამართზე და უზრუნველყოფს გზავნილის შესაბამისი ადრესატისთვის გადაცემას. სერვისით სარგებლობა შეუძლია სრულწლოვან ფიზიკურ პირს, ასევე, იურიდიულ პირს, მიუხედავად იმისა გაფორმებული აქვს თუ არა მას ხელშეკრულება „საქართველოს ფოსტსთან“. ამასთანავე, გზავნილის ადრესატი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი. გზავნილის შიგთავსი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი საგანი, თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებსა და „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილ წესებს. გზავნილის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 15 კგ - ს, ხოლო ზომა არ უნდა აჭარბებდეს 1მ./1მ./1მ. გზავნილის ღირებულება გამოითვლება მისი წონის მიხედვით. გზავნილის გაგზავნის ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც მისი გაგზავნისას - გამგზავნის მიერ, ასევე, ადრესატის მიერ - გზავნილის მისთვის ჩაბარებისას. „საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის-ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)