23:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 13:32:00, 603 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა: იქნება პიკეტი, მანიფესტაციები ყველგან - „ქართული ოცნების“ დეპუტატების ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს

იქნება პიკეტი და მანიფესტაციები ყველა ქალაქში, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა სამართალდამცველის სახელი, რომელიც ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, სირცხვილის ბოძზე იქნება გამოკრული.

„ყველაფერს, რის საშუალებასაც ჩვენი კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს, უნდა ველოდოთ. პიკეტი, მანიფესტაციები ყველა ქალაქში, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს ყველგან, იმიტომ, რომ ეს მიწა არის ჩვენი საერთო მიწა და თუ თქვენ გადაწყვიტეთ მეგობრებო, რომ აქ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ, ამ ფუფუნებას თქვენ ვერ მიიღებთ. ამიტომ ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ ის სამარცხვინო რამ, რაც მათ ჩაიდინეს და მათი კოლეგა რომ ციხეში გაუშვეს, მხოლოდ მაგიტომ იქნება ინდივიდუალურად სიცხვილის ბოძზე გამოკრული და ასევე, ტყუილად ჰგონიათ „მასკებში“ დამალულ სამართალდამცავებს, რომ მათი სახელი და გვარი არ ვიცით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ინდივიდუალურად ვინც აი, ამ ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა. ყველა ბოძზე იქნება მათი გვარი გამოკრული“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics