23:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 13:07:15, 456 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საზოგადოებაში ნდობას შექმნიან

თუ ხელისუფლებას სურს დიალოგი გადადგან ნაბიჯები და შექმნან ნდობა საზოგადოებაში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოში „ქართული ოცნების“ დასაჩაგრი არავინაა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას სურს დიალოგი, გადადგან ნაბიჯები და შექმნან ნდობა საზოგადოებაში.

„დიალოგს სჭირდება მზადყოფნა და ნდობა. ნდობას ადამიანების დაჭერით არ ქმნიან. დაგიჭერ და მელაპარაკე, ეს არის ქუჩური მენტალიტეტი, მე შენ დაგჩაგრავ და მერე დაჩაგრული მელაპარაკე. ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ დასაჩაგრი არავინაა. თუ მათ დიალოგი სურთ, კეთილი ინებონ, გადადგან ნაბიჯები, გამოასწორონ პრობლემები, რომელიც შექმნეს, შექმნან საზოგადებაში ელემენტარული ნდობა და ამის შემდეგ ვისაუბროთ ნამდვილ დიალოგზე და არა ფარისევლობაზე, რომელიც მიმართული იქნება დასავლელი მეგობრების მოტყუებისკენ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics