15:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 09:53:51, 396 ნახვა

საზოგადოება
ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპის მონაწილეები და ორგანიზატორები უკვე საქართველოში არიან. 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი 26 - 28 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრში, რომელიც ბაკურიანში გაიმართება.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეჯიბრი აღნიშნული ფედერაციის მიერ შემუშავებული COVID  პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. სამთო სპორტის სახეობის ტურნირის ჩატარება ბაკურიანში, კოვიდ-პროტოკოლის დაცვით, ქართულ კურორტს ჩააყენებს იმ სამთო - სათხილამურო კურორტებს შორის, სადაც მსგავსი მაღალი დონის სპორტული შეჯიბრები შეიძლება გაიმართოს. 

ამასთანავე, შეჯიბრებას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დაესწრება სქი-ქროსის სახეობის მიმართულების დირექტორი ავსტრიელი კლაუს ვალდნერი.

სამინისტროს ინფორმაციით, ბაკურიანში საკურორტო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მშენებლობა რეკორდულად მოკლე დროში განხორციელდა. სამუშაოები არ შეჩერებულა პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდშიც.

„მსოფლიოში კოვიდ-19 პანდემიის გათვალისწინებით, მონაწილეების დაშვება საქართველოში ხდება სპეციალურად მსოფლიო თასების ეტაპებისათვის შემუშავებული წესებით. კერძოდ, მონაწილეებმა საქართველოში მგზავრობისას უნდა წარმოადგინონ 72-საათიანი ხანდაზმულობის PCR ტესტის უარყოფით რეზულტატი; საქართველოში ჩამოსვლისას  გაიკეთონ სავალდებულო PCR ტესტი, ასევე პირველი PCR ტესტირების შემდგომ, გამგზავრებამდე ყოველ 72 საათში ერთხელ გაიარონ  PCR ტესტირება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაკურიანი დახურულია დამსვენებლებისთვის, მსოფლიო თასის ეტაპი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ბაკურიანის მსგავსად, ანალოგიურად, მაყურებლის გარეშე, გაიმართა მსგავსი მაღალი რანგის სამთო სპორტული შეჯიბრებები ევროპის წამყვან სამთო კურორტებზეც, რომლებიც 2021 წლის ზამთრის სეზონზე ვიზიტორებისთვის დახურულია.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა" და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კი  კომპანია „სილქნეტია", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics