22:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 09:14:43, 486 ნახვა

პოლიტიკა
რიში, შაჰინი, კინზინგერი, კონოლი - ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და დაიწყოს მოლაპარაკებები

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და კონგრესმენები საქართველოში მიმდნარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

სენატორი ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში მისი ლიდერ ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ძალიან შემაშფოთებელია. საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუასი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწვეტა“ - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics