16:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 16:25:49, 441 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ნიკო კეცხოველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გლდანის რაიონში,  ნიკო კეცხოველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.  

აღნიშნულ ქუჩაზე, სადაც სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო,   მოსახლეობას წლების განმავლობაში ექმნებოდა პრობლემები, მთლიანად შეიცვალა წყლისა და წყალარინების ქსელები, ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კეცხოველისა და ზოგიერთ სხვა ქუჩაზე  სანიაღვრე სისტემის არარსებობა, უხვი ნალექის დროს, გლდანის  ცენტრალურ ქუჩებს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.

„ალბათ გახსოვთ, როდესაც  ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რებილიტაცია დავასრულეთ, უხვი ნალექის დროს, წყალი მთლიანად მოედინებოდა გლდანის ცენტრალურ ქუჩებზე და ეს პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილზე შემსვლელ არცერთ ქუჩას არ ჰქონდა სანიაღვრე სისტემა, ეს ნალექი  კი, პირდაპირ ჩაედინებოდა ვეკუასა და ხიზანიშვილზე. პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო ბოჭორიშვილის ქუჩა, ახლა კეცხოველის ქუჩა სრულდება. კიდევ არის რამდენიმე ქუჩა დარჩენილი, რომლსაც სჭირდება მოწესრიგება თავისი სანიაღვრე სისტემით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე გარე განათების ქსელი, ხოლო ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდა. გარდა ამისა, დასრულებულია ტროტუარისა და ბორდიურის მოწყობა და 5500 კვადრატულ მეტრ  ფართობზე ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება.  

ნიკო კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 197 000  ლარი დაიხარჯა.

ნიკო კეცხოველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად,  მერიის ინფრასტრუქტურული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics