20:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 14:33:49, 580 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 4 დეპუტატის შემადგენლობით დაკომპლექტდა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 4 დეპუტატის შემადგენლობით დაკომპლექტდა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა კვოტები რაოდენობა შემდეგნაირად განსაზღვრა: ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2 წევრი, უფრაქციო პარლამენტის დეპუტატი 2 წევრი.

დეპუტატ გიორგი კახიანის აზრით, საგამოძიებო კომისიაში სულ მცირე რვა ადგილი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, მაგრამ სამწუხაროდ, თავადვე აცხადებენ უარს კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე.

 „მაშინ, როდესაც ამ პარლამენტში სამართლებრივი თვალსაზრისით  დღესაც კი არის 8 ოპოზიციური გაერთიანება წარმოდგენილი, მინიმუმ ოპოზიციისთვის 8 ადგილი უნდა იყოს აქ და ამაზე ისინი უარს ამბობენ. იმედი მაქვს, რომ „მოქალაქეები“ მაინც შემოუერთდებიან  ამ კომისიის საქმიანობას და ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და კომისიის შემადგენლობას გავზრდით. ეს კარი ღიაა მათ შორის იმ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დღეს გარედან უყურებენ საპარლამენტო საქმიანობას. მათი ეს პოზიცია კი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ ძალიან კარგად ესმით, რაზეც ისინი საუბრობენ  არჩვენების გაყალბებაზე ეს ყველაფერი არის მათ მიერ შეთხზული და მოგონილი სცენარი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics