16:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 13:56:45, 533 ნახვა

საზოგადოება
23-25 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +3, +8 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

„25 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი ამინდი, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლი. დღისით ბარშიც ზოგან დაფიქსირდება ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობა.

ქ. თბილისში 23 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი იქნება. 24 თებერვალას დღისით თოვლჭყაპი, ხოლო 25 თებერვალს ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-ში ღამით -5, ხოლო დღისით +1 გრადუსამდე დაიკლებს“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics