|
2021-02-21 20:43:36, 743 ნახვა
რეგიონი
სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი შენდება
შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა დაათვალიერეს. საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე გათვლილი და დასრულების შემდეგ შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. პროექტი კეთილმოწყობილი შენობის გარდა სპორტულ და საბავშო მოედნის კეთილმოწყობას, ასევე ტერიტორიის გამწვანებასაც ითვალისწინებს. დასახლებაში რომელშიც 200 - მდე ოჯახი ცხოვრობს უკვე 25 წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს. აღსაზრდელებიკასპის #1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და მას მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. პროექტი გარდამავალია დაიწყო 2020 წელს და 2021 წელს დასრულდება. საბავშო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს და მასზე 965 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)