2021-02-21 14:42:57, 471 ნახვა
კომენტარი
კარლ ჰარცელი - ვიმყოფებით გადამწყვეტ მომენტში, როდესაც სიტუაცია ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობას მოითხოვს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ქვეყანა იმყოფება გადამწყვეტ მომენტში, როდესაც სიტუაცია ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობას მოითხოვს.
მისი თქმით, დღეს, როდესაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია, მთავარია დეესკალაცია და მოლაპარაკების განახლება.
„ჩვენ ვუბრუნდებით რეალობას და რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვიმყოფებით გადამწყვეტ მომენტში, რაც მოითხოვს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას ყველა მხარისგან, რათა ეს ვითარება დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს. მე კოლეგებთან ერთად ვმუშაობ, რათა დახმარება გავუწიო ამ პროცესს. დღეს ორი რამ არის მთავარი, დეესკალაცია და მოლაპარაკების განახლება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,