18:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 09:18:07, 1812 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო კომიტეტებში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

დღეიდან საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციასა და ოპოზიციურ ჯგუფებში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა იწყება. 22 თებერვალს კი, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს.

დღეს გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა. სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა იგეგმება.

მოგვიანებით, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა არის დანიშნული. ამ სხდომის დღის წესრიგშიც არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა. მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, მმართველმა გუნდმა კი, პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics