09:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 09:36:28, 446 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ადამიანი, რომელიც ფორმას ატარებს, საზოგადოებისთვის სანიმუშო უნდა იყოს

ადამიანი, რომელიც ფორმას ატარებს, საზოგადოებისთვის სანიმუშო უნდა იყოს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „კავკასიის“, გადაცემა „ბარიერში“ ჯარში სუიციდის პრევენციის თემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გატარდეს, მათ შორის იაარღის ტარების, ნარკოტიკების მოხმარებისა თუ აზარტული თმაშების მიმართულებით. იმავდროულად, სამინისტროს შემუშავებული აქვს ჯარისკაცების ფსიქორეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კამპანია „მხარი მხარს“ მიმდინარეობს.

„ადამიანს, რომელიც ატარებს ფორმას, სხვა დატვირთვაც აქვს, ის ერთგვარად სანიმუშო უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ამიტომ ჯარში თვალის დახუჭვა არ შეიძლება იმაზე, რაზეც საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეიძლება თვალი დავხუჭოთ. კამპანიას - „მხარი მხარს“ ფსიქოლოგების დახმარებით ვახორცილებთ, შევქმენით ცხელი ხაზიც, რომ რაც შეიძლება მეტი ანონიმური ინფორმაცია გვქონდეს, ვიცოდეთ, სად არის სუსტი წერტილები და სად არის საჭირო დახმარება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ყოველი ჯარისკაცის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეს საკითხი ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მთელი საზოგადოებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics