2021-02-19 17:04:22, 451 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი პირი დაშავდა
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება იყო, ორი პირი დაშავდა.
როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა განაცხადა, სამართალდამცველმა მას წელის არეში იდაყვი ჩაარტყა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა შენობის უკანა შესასვლელთან გაშლილი კარვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადმოტანა სცადეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან