17:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 13:34:57, 483 ნახვა

პოლიტიკა
„ენმ“ „ქართულ ოცნებას“ - არ იფიქროთ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას ფიზიკურად იცავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციური სპექტრი პარტიის ოფისში ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, ენმ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

ამასთანავე, პარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ არ იფიქროს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს, ფიზიკურა იცავენ.

„საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია - დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დგას და ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, ანუ იცავს სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.

„ქართული ოცნების' სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ და რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.

ენმ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

მოვუწოდებთ, „ქართულ ოცნებას' არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ.

ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით“, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics