17:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 10:24:49, 720 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - პოლიტიკური ჩიხის გადალახვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტია

ამერიკელი კონგრესმენი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერი კონოლი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება.

კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისკენ და მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

„მე მჯერა, რომ საქართველოში ჯანსაღი დემოკრატია ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის გახსნის ერთადერთი გზაა. სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებისთვის სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას.

სულ რაღაც ათი დღის წინ, აშშ-ის კონგრესში კვლავ განვაცხადე საქართველოს მხარდაჭერის შესახებ. ეს კანონპროექტი აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის პირობებში. ამასთან, იგი ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების მუდმივი განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევას.

გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის გადალახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობისთვის აუცილებელი პირობების შექმნით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ საქმეში. საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატო-ს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან ავტოკრატიების წინააღმდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics