|
2021-02-18 12:30:11, 570 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრებმა კეთილგონიერების მაგალითი გიორგი გახარიასგან უნდა აიღონ
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კეთილგონიერების მაგალითი გახარიასგან უნდა აიღონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარია ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის და ოპოზიციის დარბევას, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა. „მინდა გამოვეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა, სადაც მან დაადასტურა, რომ გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზი იყო მისი წინააღმდეგობა მომხდარიყო დაუყონებლივ აღსრულება იმ ფსევდო სასამართლო გადაწყვეტილების, რომელიც გამოიტანა ნინო ჩახნაშვილმა. მიზეზი გახარიას გადადგომის იყოს ის, რომ ის ეწინააღმდეგებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევას, ოპოზიციის დარბევას და მეორე გავრილოვის ღამის მოწყობას. გიორგი გახარია ისტორიაში ჩაიწერება როგორც ივანიშვილის რეჟიმის ჯალათი, რადგან ის მონაწილეობდა 20-21 ივნისის დარბევებში, მაგრამ ნამდვილად მისასალმებელია ის, რომ ამ ადამიანმა ამ ჯერზე მაინც გამოიჩინა კეთილგონიერება და ქვეყნის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე შეეწინააღმდეგა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, პოლიტიკური მოტივების დაკავების მიზნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის, ოპოზიციისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას. ამიტომ, ახლა კეთილგონიერების მაგალითი გახარიასგან უნდა აიღონ სხვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. პრემიერის გადადგომიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავებისთვის საჭირო ღონისძიებები დროებით გადადო.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)