|
2015-10-06 16:33:33, 633 ნახვა
საზოგადოება
პროექტის ’’წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა“ ფშავ-ხევსურეთს ეწვევა
აღმაშენებლის ხეივნის 13-ე კოლომეტრზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურიდან წიგნებით დატვირთული „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ „წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში ახლა უკვე ფშავ-ხევსურეთის სოფლებისკენ გაემგზავრა და საინტერესო ლიტერატურით 10-მდე სასკოლო ბიბლიოთეკას მოამარაგებს. აქტივობის ფარგლებში „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ ეწვევა ჩარგლის, ბარისახოს, შატილის, ზემო ფშავის, ანანურის და ფასანაურის ბიბლიოთეკებს. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, რომელიც დაწყების დღიდან პროექტის მხარდამჭერია და უკვე ათასობით ლარის ღირებულების წიგნები გაიღო მათთვის, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია, ფშავ-ხევსურეთის ბიბლიოთეკებისთვისაც გადასცა წიგნები „მოსიარულე ბიბლიოთეკას“ საჩუქრად. „წიგნი ყველა სოფელს“ - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობისა“ და ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“-ის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, ასევე ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში წიგნების შეგროვება მთელი თბილისის მასშტაბით ხორციელდება. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“, და “დანქინ დონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, წმინდა კვირიკე და ივლიტას სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. აქტივობები 25 ივლისიდან დაიწყო. რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ (სპეციალური ავტობუსი) ზრუნავს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში ჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც საშუალებას აძლევს გააჩუქოს წიგნები და ჩაერთოს საგანმანათლებლო პროექტში. „წიგნი ყველა სოფელს“ გრძელვადიანი პროექტია და მაღალმთიანი სოფლების მწირი სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნის ფონდის გამდიდრებას ისახავს მიზნად. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე ,პროექტი სხვა რეგიონების ბიბლიოთეკებსაც მოამარაგებს და მომავალშიც გაგრძელდება.
(R)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)