|
2021-02-15 14:21:30, 823 ნახვა
საზოგადოება
რომელია შენზე მორგებული კონდინციონერი
არსებობს ისეთი ნივთები, რომლის გარეშეც ჩვენი არსებობა ზოგჯერ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, მათ ყოველდღიურობაში სულ ვიყენებთ, თუმცა ამას იშვიათად ვაანალიზებთ. მათზე რეალურად იშვიათად ვფიქრობთ, მაგალითად როდესაც ასეთი ნივთის შეძენის ან განახლების დროა, სხვა შემთხვევაში კი თითქოს ეს უბრალოდ მოცემულობაა, ეს ასე უნდა იყოს და მორჩა. კონდინციონერი კი ის საგანია, რომლის არსებობასაც განსაკუთრებით ზაფხულში ვიმჩნევთ. ყველას გვიყვარს ზაფხული, ჩვენი განსაკუთრებული მოგონებები ხომ ხშირად ზაფხულს უკავშირდება, თუმცა რუტინულ ყოველდღიურობაში საქმე პირიქითაა - მაღალი ტემპერატურა ბევრისთვის უამრავ დისკომფორტს უკავშირდება. კონდინციონერი ის უჩინარი გმირია, რომელიც ცხოვრებას გვიიოლებს და ასე სანატრელ ზაფხულს სწორედ რომ ასატანს ხდის. ტექნიკის განვითარებასთან ერთად ბაზარზე გამოჩნდა სხვადასხვა შესაძლებლობისა და ღირებულების კონდონციონერებიც, რომელიც უფრო მეტადაა მორგებული თქვენს კომფორტს. გამაგრილებელ ფუნქციასთან ერთად დაემატა გათბობის ფუნქციაც, თუმცა მისი მთავარი ფუნქცია მაინც ჰაერის გაგრილება ცხელ დღეებშია. თუ გადაწყვიტეთ ზაფხულს მომზადებული შეხვდეთ, ან უფრო მეტად კომფორტული და თქვენზე მორგებული კონდინციონერი შეიძინოთ, სტატიაში მოგიყვებით როგორ აარჩიოთ და რა უნდა გაითვალისწინოთ. კონდინციონერის საკმაოდ ბევრი ტიპი არსებობს, რომლებიც ერთიანდება ორ ძირითად კატეგორიაში - მონობლოკური და სპლიტ-სისტემა. მონობლოკური კატეგორიის კონდინციონერი შედარებით პატარაა, შედგება ერთი ბლოკისგან და ფასიც შესაბამისად შედარებით მცირე აქვს. სპლიტ-სისტემის კი ორი ბლოკისგან შედგება: ერთი შენობაში მონტაჟდება, მეორე შენობის გარეთ. მონობლოკური კონდინციონერი არსებობს ორი ტიპის - მობილური და ფანჯრის. მობილური ასეთი ტიპის კონდინციონერი მოსახმარად საკმაოდ მარტივია, რადგან შეგიძლიათ ოთიხადან ოთახში მარტივად გაადგილოთ, თუმცა მთავარი მინუსი მაინც მისი ხმაურია. ასევე, აუცილებელია თერმოიზოლირებული მილი ფანჯარაში გაიყვანოთ, რათა სითხე შენობის გარეთ მოხვდეს. ფანჯრის ფანჯრის კონდინციონერი მარტივად მონტაჟდება ფანჯარაზე და აქვს გამწოვი ვენტილაციის შესაძლებლობა. ასევე, შესაძლებელია თხელ კედელზე დამონტაჟება, თუმცა, როგორც წესი, ამ დროს აუცილებელი ხდება კედლის კონკრეტული ნაწილი მონგრევა. ამ შემთხვევაშიც მთავარი მინუსი მისი ხმაურია სპლიტ-სისტემის კონდინციონერი არსებობს სხვადასხვა ტიპის. კედლის კონდინციონერი კედლის სპლის-სისტემის კონდინციონერი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ყველაზე პოპულარულია და გამოიყენება როგორც ბინებში, ასევე ოფისებშიც. აღნიშნული ტიპის მოდელებში ხმაური საკმაოდ დაბალია. მულტი სპლიტ-სისტემის კონდინციონერი აღნიშნული ტიპის კონდინციონერი შედგება რამდენიმე შიდა ბლოკისგან, რომელიც უკავშირდება ერთ გარე ბლოკს და ქმნის შესაძლებლობას ერთდროულად რამდენიმე ოთახში ფუნქციონირებდეს. კასეტური კონდინციონერი თუ გაქვთ შეკიდული ჭერი საკმაოდ კარგი არჩევანია, რადგან ამ ტიპის კონდინციონერი მხოლოდ შეკიდულ ჭერში მონტაჟდება და ჰაერს ოთხივე მიმართულებით ბლოკის ქვედა ნაწილიდან ანაწილებს. ჭერისა და იატაკის კონდინციონერი როგორც მიხვდით ასეთი ტიპის დამონტაჟება შესაძლებელია როგორც ჭერზე, ასევე იატაკზე. გაითვალისწინეთ, რომ შეკიდულ ჭერზე არ მონტაჟდება. მთავარი უპირატესობა მისი ჰაერის განაწილების მექანიზმია: ჭერზე დამონტაჟებისას ჰაერი მიემართება ჰორიზონტალური მიმართულებით, იატაკზე დამონტაჟებისას კი ზემოთ ჭერისკენ ვერტიკალურად და უშუალოდ ადამიანს არასოდეს უბერავს. კოლონური აღნიშნული ტიპი უმეტესად გამოიყენება დიდ ოთახებში, უნივერსიტეტის აუდიტორიებში, მუზეუმებში, სადაც აუცილებელია მუდმივ რეჟიმში მუშაობდეს და შეძლოს დიდი სივრცის გაგრილება. მთავარი მინუსი მისი დიდი ზომა და შედარებით მაღალი ფასია.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)