|
2021-02-15 14:20:32, 817 ნახვა
საზოგადოება
სად ჯობია თანხის შენახვა
ყოველდღიურობაში აუცილებელია სულ მცირედი დეტალებისთვის ყურადღების დათმობა და შესაბამისი პრიორიტეტის მინიჭება. არჩევანი უკვე ყველაფერზე გვაქვს და გემოვნების საკითხია მეგობრის ქორწილში ჰალსტუხს გაიკეთებთ თუ ბაფთას, დარიცხული ბონუსით დასვენებას გადაწყვეტთ თუ ტექნიკას შეიძენთ, საფულით ბარათს ატარებთ თუ ქეშად შეინახავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და მეტ-ნაკლებად უარყოფითი მხარეებიც, ამიტომ ასეთ მცირე დეტალებსაც კი ყურადღებით ვარჩევთ და ჩვენთვის რაც უფრო კომფორტულია, იმას ვირჩევთ. სტატიაში გესაუბრებით და განვიხილავთ, საკრედიტო ბარათის უპირატესობებს. თანამედროვეობაში იშვიათია ისეთი სამსახური, სადაც ხელფასს ხელზე აიღებთ, ეს პრაქტიკა შეიცვალა და კომპანიები უკვე სრულად იყენებენ ელექტრუნულ გადარიცხვებს, რაც მეტად კომფორტული და სანდოა. ეს მცირედი დეტალიც კი ცხოვრებას უფრო გვიმარტივებს და მეტად მოსახერხებელს ხდის პროცესის მართვას, თუმცა ამის შემდეგ უკვე მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ჩარიცხულ თანხას როგორ გაანაწილებთ და სად შეინახავთ. არსებობს უამრავი ელექტრონული საფულე, სადაც შეგიძლიათ დანაზოგი შექმნათ ან მიმართოთ ძველ ხერხს, თავად გააკეთოთ ხელნაკეთი და ისე შეაგროვოთ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. საკრედიტო ბარათი სწორედ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტად იქცევა ხოლმე ხეფასისა თუ ბონუსის ჩარიცხვისას. სწორედ მისი მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ თქვენი ფინანსები. მოსახმარად საკმაოდ კომფორტული და სანდოა, შეგიძლიათ ყოველთვის თან გქონდეთ. ბარათს საკმაოდ ბევრი პლიუსები აქვს - დაცვის საუკეთესო მექანიზმიდან დაწყებული, სულ მცირედი კომფორტული დეტალებით დამთავრებული. როგორც წესი, საკრედიტო ბარათს ბანკები გასცემენ, რის შემდეგაც მის უსაფრთოებაზეც პასუხისმგებლობას თავად იღებენ. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკრეტულ ბანკს, აუხსნათ სიტუაცია, მოითხოვოთ ბარათის მყისიერი დაბლოკვა, რამდენიმე დღეში კი ახალ ბარათსაც დაგიმზადებენ. საკრედიტო ბარათი დღევანდელობაში ერთ-ერთი ყველაზე პირადული ნივთია, შესაბამისად ინფორმაციას მასზე მხოლოდ თქვენ ფლობთ და მხოლოდ თვენი გადასაწყვეტია ამ ინფორმაციას ვის გაუზიარებთ, თუმცა რეკომენდირებულია ამის შესახებ მესამე პირს არ გააგებინოთ. თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს უკვე ზრუნავენ ბარათის კიდევ უფრო გამარტივებაზე, რაც ნიშნავს, რომ მისი „ჩაშენება“ უკვე თქვენს სმარტფონშიცაა შესაძლებელი, თუკი ბარათის ტარება დისკომფორტია. მოხმარება კიდევ უფრო მარტივია, რადგან ტელეფონი ის ნივთია, რომლის წაღებაც არასდროს გვავიწყდება, ბარათისგან განსხვავებით, რადგან თუ რაიმეს შეძენას არ ვგეგმავთ, შეიძლება უბრალოდ დაგვავიწყდეს და სახლში დაგვრჩეს. საკრედიტო ბარათი ერთ-ერთი ის საგანია, რომლის უსაფრთხოება ყველაზე მოთხოვნადია მომხმარებლებში. სწორედ ამიტომ, ბანკები ყოველთვის მეტად ყურადღებით უდგებიან ამ საკითხს და საკმაოდ კარგადაცაა დაცული, თუმცა არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ბარათიდან თანხა არასასურველმა პირებმა მოხსნან. ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბარათის შესახებ ინფორმაცია თქვენვე მიაწოდეთ არასასურველ ადამიანს ისე, რომ ამის შესახებ თქვენ არც კი იცოდით. მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს საკმაოდ ხშირია, როგორც წესი, მოქმედების სქემა მარტივია, შეტყობინების სახით იგებთ რაიმე მოგებული პრიზის შესახებ, რაზეც აქამდე არც კი გსმენიათ, საიტზე შესვლისას კი აუცილებელია თქვენი მონაცემების შეყვანა. ამ დროს, საიტის დიზაინი ძალიან გავს თვენი ბანკის ოფიციალურ საიტს და მომხმარებლის დაბნევა მარტივია, თუმცა ყოველთვის გადაამოწმეთ საიტის მისამართი(URL) და შეადარეთ ბანკის რეალურ მისამართს. ასეთი მარტივი მოქმედებით, ადვილად შეძლებთ გამოავლინოთ ყალბი გათამაშება და თავი დაიცვათ მატყუარებისგან.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)