13:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 13:56:18, 449 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარიამ და ვენდი მორტონმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს

ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები, რეგიონული ვითარება და საქართველოს როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში იყო მთავარი თემები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ  გაერთიანებული სამეფოს მინისტრთან ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებას და ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს მიერ მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების მძიმე ფაქტს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე შავი ზღვის ფართო რეგიონის კონტექსტში და ამ კუთხით გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას პოსტ-ბრექსიტის ეტაპზე. პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა გლობალური პანდემიიდან მომდინარე გამოწვევები. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაერთიანებული სამეფოს როლს ვაქცინების გლობალური ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაში.

მთავრობის მეთაურმა ვენდი მორტონს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიქმნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics