02:30 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 12:46:06, 640 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი პოლიტიკური წარსულით

გიორგი გვიმრაძის დანიშვნას "მოამბის" ჟურნალისტების  ნაწილი აპროტესტებს. როგორც ჟურნალისტებისგან გახდა ცნობილი, გვიმრაძეს სატელევიზიო სივრცეში მუშაობის გამოცდილება არ აქვს და "ნაციონალური მოძრაობის" კადრია.

გვიმრაძის 5 დღიანი საქმიანობით "მოამბის" ჟურნალისტების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. მათი განმარტებით, ორი დღის განმავლობაში პირველ ბლოკში გვიმრაძე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის წარმოჩენას ითხოვს.

ცნობილია, რომ ამჟამინდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის  საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი გიგა ბოკერიას დროს  უშიშროების საბჭოში ბოკერიას თანაშემწედ მუშაობდა. რაც შეეხება ჟურნალისტურ გამოცდილებას, გვიმრაძეს იგი არ აქვს.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელში აცხადებენ, გვიმრაძე უკვე ერთი წელია მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიულ დოკუმენტზე. გვიმრაძის თქმით, სწორედ სტრატეგია გულისხმობს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის შექმნას.

საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თქმით, პროექტზე მუშაობას ერთი წელი დასჭირდება, თუმცა ახალი პროექტის ელემენტები საინფორმაციოში უახლოეს მომავალში გაჩნდება.

"ექსპრესნიუსი" საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან გიორგი ბარათაშვილთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics