|
2021-02-14 12:30:51, 634 ნახვა
საზოგადოება
მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლიმ მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადასცეს. პროექტის მთავარ მიზანს, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტოსა და UNHCR-ს შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად, 15-მა მეწარმე დევნილმა, ჯამში, 110 000 ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო. დევნილებმა საკუთარ საწარმოებში ლტოლვილის სტატუსის ან მოქალაქეობის არმქონე პირები დაასაქმეს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის კემლინ ფურლის განცხადებით, საქართველომ შექმნა და მართავს თავშესაფრის სისტემას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. „COVID-19 პანდემიის ამ რთულ პერიოდში საქართველოში ბევრ ადამიანს უჭირს ოჯახის მოვლა, მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, მაგრამ პანდემიამ კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები. ახლა ისინი ჩვენს მხარდაჭერას უფრო მეტად საჭიროებენ, ვიდრე ოდესმე და ამისათვის, UNHCR-ი აგრძელებს თანამშრომლობას მთავრობასთან, რათა არავინ დარჩეს მიღმა. ამ მძიმე პერიოდში ვაცნობიერებთ სირთულეებს ბიზნესის შენარჩუნებასა და დასაქმებაში, როგორც დევნილთათვის, ასევე ლტოლვილთათვის, UNHCR-ი ცდილობს შეავსოს მთავრობის ძალისხმევა ამ ინიციატივით. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს და გააუმჯობესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველომ საერთაშორისო დაცვა 3,000 მდე ადამიანს მიანიჭა, ვინც ომისა და ძალადობის გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა შუა აღმოსავლეთი, აფრიკა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და ა.შ. საქართველოს აქვს თავშესაფრის სისტემა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ამ გზით ასრულებს თავის როლს საერთაშორისო პასუხისმგებლობის განაწილებაში ლტოლვილთა დაცვისთვის. ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს უფლება აქვთ იმუშაონ საქართველოში. მათ სურთ იყვნენ თავდაჯერებულები და იზრუნონ საკუთარ ოჯახებზე, აგრეთვე თავიანთი წვლილი შეიტანონ მიმღები საზოგადოების ცხოვრებაში“, - განაცხადა კემლინ ფურლიმ.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)