2021-02-13 17:07:42, 661 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში მოძრაობა „გავიგუდე“ საწარმოო ტერიტორიისკენ ავტომსვლელობას მართავს
რუსთავში მოძრაობა „გავიგუდე“ საწარმოო ტერიტორიისკენ ავტომსვლელობას მართავს.
აქციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არც მე-4 დაპირება შეასრულა და თებერვალშიც არ აპირებს, მიიღოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონები. აქტივისტები და მოქალაქეები აღნიშნული კანონის მიღებას მოითხოვენ და ხელისუფლებას კანონის მიღებისთვის ბოლო ვადას 4 მარტს უსახელებენ. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პერიოდისთვის კანონი არ იქნება მიღებული, მოძრაობა 7 მარტს მასშტაბურ აქციას აანონსებს.
„ჩვენ პრემიერს ესმის ამ ადამიანების გაბრაზება. პრემიერმა თქვა, რომ სამართლიანია ჩვენი გაბრაზება სიგიჟეა პრემიერის ეს განცხადება“, - განაცხადა აქტივისტმა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „გავიგუდე“ აღნიშნული კანონის მიღებას 1 010-ე დღეა ითხოვს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან