|
2021-02-13 13:21:13, 691 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი ხალხის ბედის „ჟონგლირებას“ ახდენს - უკრაინის საგარეო უწყება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას ეხმაურება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას გმობს. როგორც უკრაინის საგარეო უწყების სპიკერის კომენტარშია აღნიშნული, რუსეთის აღნიშნული გადწაყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. „რუსეთი ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას და ხალხის ბედის „ჟონგლირებას“ ახდენს, მათ კრიმინალური პოლიტიკური მიზნებისთვის მძევლად იყენებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებამ დაადასუტრა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიკავა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილი და აღნიშნულ ტერიტორიაზე უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები“, - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე, საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა მუდმივად უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინა მოუწოდებს და სთხოვს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაცეროს დესტაბილიზაციის ზომები ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე,ზაზა გახელაძე. ამასთანავე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, შეაჩეროს აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)