13:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 10:12:23, 3693 ნახვა

ომი უკრაინაში
ტედროს გებრეიესუსი - მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის გაგებასთან გვაახლოებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოიპოვეს დამატებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის გაგებასთან აახლოვებთ.

მისი თქმით, აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ ვირუსის წარმოშობასა და გავრცელებასთან დაკავშირებით ყველა არსებულ კითხვას გაეცეს პასუხი.

„წამოიჭრა რამდენიმე კითხვა იმის თაობაზე, გაუქმდა თუ არა ზოგიერთი ჰიპოთეზა ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით. მინდა დავადასტურო, რომ ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროებს შემდგომ ანალიზსა და შესწავლას.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მისია ვერ მოძებნიდა ყველა პასუხს, მაგრამ მას დაემატა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ვირუსის წარმოშობის გაგებას გვაახლოებს.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ ინფორმაციის მისაღებად, რაც საჭიროა იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელზეც ჯერ კიდევ პასუხის გაცემაა საჭირო“, - განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics