12:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 11:23:05, 472 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია ცდილობს, მის მიმართ ისეთი ღონისძიებები განხორციელებას, რომელიც ჰეროიზმის მანტიით შემოსავს

აშკარაა მცდელობა, რომ ნიკანორ მელიას მხრიდან მოხდეს მის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელების პროვოცირება, რომელიც მას ერთგვარად ჰეროიზმის მანტიით შემოსავს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არავის აქვს უფლება, რომ საკუთარი თავი სამართალზე მაღლა დააყენოს.

„აშკარაა მცდელობა, რომ ნიკანორ მელიას მხრიდან მოხდეს პროვოცირება მის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელებისა, რომელიც მისი გათვლებით, მას ერთგვარად ჰეროიზმის მანტიით შემოსავს, ეს არ არის სწორი გათვლა.

მისი გადაწყვეტილების მიხედვით მოხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება როგორც პროკურატურის, ასევე, პარლამენტის მხრიდან. რასაკვირველია, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ არავის ამ ქვეყანაში არ აქვს უფლება საკუთარ თავს მისცეს უფლება, უფრო მაღლა დააყენოს თავი, ვიდრე საქართველოს სამართალი დგას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. მას 2020 წლის 20 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებული მოვლენების დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას“ ედავებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics