12:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 11:11:17, 491 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ ეკუთვნის, საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მისთვის დაკისრებული გირაოს თანხის გადახდა არ ეკუთვნის.

როგორც ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ნიკა მელიას საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია.

„არ ეკუთვნის მას გირაოს გადახდა. გირაო გამოიყენება მაშინ, როდესაც რაიმე რისკი არსებობს რომ ადამიანი შეიძლება მიიმალოს ან ხელი შეუშალოს რაიმე ლეგიტიმურ პროცედურას. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე შეკერილი და მოგონილია.

ნიკა მელიასთან მიმართებაში ერთი კი არა უამრავი კანონია დარღვეული ხელისუფლების მხრიდან. ეს არის მთლიანად პოლიტიკური, მანიპულირებული ფაქტებით შეკერილი სამარცხვინო საქმე, რომლის ამოცანა არის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერზე წნეხი, ან მისი განეიტრალება და ზოგადად ყველას დაშინება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics