|
2021-02-11 16:18:28, 607 ნახვა
საზოგადოება
ქართველი მეზღვაურები ომანიდან უახლოეს მომავალში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ომანში მყოფი ქართველი მეზღვაურების მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ომანში ქართველ მეზღვაურებთან და ყველაფერს აკეთებს საქართველოს სხვა საჯარო უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ისინი უახლოეს მომავალში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. „ამდენად, სააგენტოსთვის მიუღებელია აღნიშნულ საკითხზე ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც საქართველოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეუძლია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ომანში მყოფმა მეზღვაურებმა დახმარების თხოვნით 19 იანვარს, 20:22 სთ-ზე მომართეს. ამავე მომენტიდან დაიწყო აღნიშნული საქმის მართვა სააგენტოს მიერ და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საქმეში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში. პრობლემა მდგომარეობდა ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავაში, რის გამოც გემი გაჩერებული იყო ომანში. მსგავსი საქმეები საჭიროებს დელიკატურ მართვას და გარკვეულ პერიოდს საბოლოო გადაწყვეტამდე. აღსანიშნია, რომ მეზღვაურების პასპორტები, ბერძენმა კაპიტანმა საკუთარი ნებით გაატანა ტვირთმფლობელის წარმომადგენელს, რომელიც დავის ფარგლებში უარს აცხადებდა პასპორტების დაბრუნებაზე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქმეში ჩართვის შემდეგ: - მეზღვაურებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდეგ მოხერხდა ქართველი მეზღვაურების დაცვა არასასურველი პროცესებისგან, რომელიც შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა; - მეზღვაურებს გაუკეთდათ ვიზები და მათი რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად 24/7-ზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეის მდგომარეობით ომანის სახელმწიფოს მხრიდან გაცემულია ეკიპაჟის შეცვლის ნებართვა, ხოლო დროშის სახელმწიფოსგან - ქართველი მეზღვაურების ჩამოწერის დოკუმენტი გემზე მათი შემცვლელების ასვლის გარეშე, რაც საკმაოდ რთული კონსულტაციების შედეგია; - მეზღვაურთა ნაწილი გადაყვანილია სასტუმროში და გემზე დარჩენილია მხოლოდ ის მეზღვაურები, რომლებმაც თავად არ ისურვეს სასტუმროში გადასვლა; - მეზღვაურები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებელი პირობებით, სურსათით და ყველა სახის დახმარებით, მათ შორის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით; - სააგენტოს დირექტორის მოადგილე პირდაპირ კავშირზეა როგორც მეზღვაურებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. აქვე აღვნიშანავთ, რომ რამდენიმე მეზღვაურის კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ან გასდის 2-3 დღის განმავლობაში. მეზღვაურები გემზე იმყოფებიან 2020 წლის ივნისის თვიდან და პანდემიით შემნილი კრიზისის გათვალისწინებით ამ რანგის მეზღვაურებისათვის გემზე ყოფნის ვადა ჯდება ნორმის ფარგლებში. მეზღვაურებს ხელფასები სრულად აუნაზღაურდებათ. ომანიდან ყველა ქართველი მეზღვაური უახლოეს მომავალში შეუფერხებლად დაბრუნდება საქართველოში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ დრომდე მსოფლიოს არც ერთ წერტილში ქართველი მეზღვაურები არ დარჩენილან სათანადო ყურადღების გარეშე, ნებისმიერი ბრალდება, რომ ქართველ მეზღვაურებს არ ეწევათ დახმარება, არის ფაქტებით განზრახ მანიპულაცია. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მედია საშუალებას, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ფაქტები საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, რათა თავიდან იქნას აცილებული არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)