08:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 19:15:09, 392 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალი ზონისა“ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ივანიშვილს შეძახილებით მიმართავენ

ყოფილი პრემიერ მინისტრ ბიძინას ივანიშვილის რეზიდენციასთან „თავისუფალი ზონის“ წევრები აქციას მართავენ. ისინი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პარლამენტთან დაკავებულ „თავისუფალი ზონის“  სამ წევრს პატიმრობა შეეფარდა.

აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას, ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვენ.

„ ჩვენ ვაპროტესტებთ „თავისუფალი ზონის“ წევრები, ქუთაისელი აქტივისტების დაპატიმრებას, ეს არის უკანონო, თუნდაც იმიტომ, რომ პიჯაკის მცირე შემოხევის გამო შვიდი წელის თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ მაშინ, როდესაც ჩიორა თაქთაქიშვილისთვის ცხვირის მტეხავი და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ  ნუგზარ წიკლაურის თავის გამტეხავი ადამიანი მცირე ჯარიმით შემოიფარგლა, ან სულაც დაუსჯელი დარჩა.

ვითხოვთ, რომ სამი ახალგაზრდა გაათავისუფლონ, შეწყდეს ზეწოლა „რუსთავი2“-ის მიმართ“, _  განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ თავისუფალი ზონის წევრმა ალექსანდრე კვახაძემ.

აქციის მომაწილეები ბიძინა ივანიშვილს შეძახილებით მიმართავენ: “დიქტატორო შენი დღე წასულია“, „მოშორდი  ქვეყანას, წადი  რუსეთში“, „ღორო“, „რუსთავი 2“-ს არ შეეხოთ“  და  ა.შ.

რეზიდენციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია . 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics