07:03 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 09:36:43, 521 ნახვა

სამართალი
ბათუმში 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი დააკავეს

ბათუმში 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი - 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ო.კ. ბათუმში დააკავეს.

დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2007 წლიდან იძებნებოდნენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 24 მაისს გ.ტ. და  ო.კ. დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ტ-ს და ო.კ-ს სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 9 თვით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს, ბათუმში, ერასა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე გ.ტ-მ და ო.კ-მ ურთიერთშელაპარაკებისას  ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს ძმებს- ვ.ა-ს და დ.ა-ს.  დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვ.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად 2007 წლის 13 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ტ. და ო.კ. ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძებების შედეგად 2021 წლის 10 თებერვალს ბათუმში დააკავეს.

დაკავებულები პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილები“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics