|
2021-02-10 13:34:56, 449 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარეობს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის შიგნით სტრუქტურულ გადაადგილებაზე საუბრობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში მიდის მსჯელობა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში. „პოლიტიკურ პარტიას, ისე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება და დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არა მხოლოდ „ევროპული საქართველოსგან“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან, საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ელოდება ახალ ხედვას და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები, ეს მსჯელობა ჯერჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე, საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ის რაც დღეს შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდა პარტიული გადალაგება ამ შემხვევაში, ის გავლენას არ მოახდენს საერთო ოპოზიციონირებაზე ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და პარლამენტში არ შევლის ნიშნად დაწერილი განცხადებები, ვერანაირი შიდა პარტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს და ვერ შეცვლის, ბოიკოტი დარჩება ძალაში, „ევროპული საქართველო“ დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე, ვიმეორებ, როგორი იქნება კონკრეტული გადანაწილება პარტიის შიგნით იმ ხედვების და სიახლეების გათვალისწინებით რაც გვინდა, უახლოეს სამ დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)