|
2021-02-10 13:25:37, 402 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი - მართლმსაჯულების სისტემა ემსახურება ერთ პარტიას, ის პრაქტიკულად არ არსებობს
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პარლამენტში ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის ბრძოლაა. „მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ვინ უნდა გვითხრას რა ხდება საქართველოში, როცა ყველაზე კარგად ვიცით ჩვენ. ვიცით, რომ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. ეს სისტემა ემსახურება ერთ პარტიას. ამაზე ბევრი ითქვა და ბევრი მტკიცებულებაც არსებობს. ამიტომ, მე ჩემს ერთ-ერთ ფუნქციას და აქ ყოფნის დანიშნულებას ვხედავ იმაში, რომ ვიბრძოლო დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, ვიბრძოლო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ადამიანები აღარ იდევნებოდნენ პოლიტიკური ნიშნით და სასამართლოს ჰქონდეს ნდობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)